შემადგენლობა:
- 200 გრ ფქვილი
- 150 გრ შაქარი
- 2ს.კ კაკაო
- 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 150 მლ ცხელი წყალი
- 3ს.კ რაფინირებული ზეთი
- მწიკვი დარიჩინი
- 100 გრ ქიშმიში
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით.
ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი
და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში.
უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება,
ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ.
ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მოცვის მურაბა |