უგემრიელესი კექსი შოკოლადით და ქოქოსის ფანტელებით !
შემადგენლობა:
- 250 გრ კარაქი
- 300 გრ შაქარი
- 40 გრ კაკაო
- 200 მლ რძე
- 40 გრ შოკოლადი
- 4 ც კვერცხი
- 200 გრ ფქვილი
- 1 გრ მარილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- თხილი– თავზე მოსაყრელად
- 150 გრ ქოქოსის ფანტელი
მომზადება:
კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი, კაკაო, რძე და კარგად აურიეთ, მანამ სანამ ერთიანი მასა არ
გახდება. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი ცილა გათეთრებამდე, კვერცხის გულები კი დაუმატეთ
კარაქიან მასას და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი,მარილი, გამაფხვიერებელი,
კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ, ბოლოს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელების ნახევარი,კარგად აურიეთ.
მიღებული მასა მოათავსეთ ცხიმიან კექსის ფორმაში,
შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე 30–35 წთ. როცა გამოცხვება მოასხით გამდნარი შოკოლადი
და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი და დარჩენილი ქოქოსის ფანტელები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სუპერ ქადა |