შემადგენლობა:
- 300 გრ ორეოს ორცხობილა
- 100 გრ გამდნარი კარაქი
- 250 მლ ნაღები
- 300 გრ შოკოლადი
- 100 გრ ქოქოსის ფანტელი
მომზადება:
ორეოს ორცხობილები დააბლენდერეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა კარგად გადაანაწილეთ ტარტის ფორმაში და შედეთ 10 წუთით მაცივარში.
ნაღები აადუღეთ და დაუმატეთ შოკოლადი,ურიეთ მანამ,სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.
შოკოლადიანი მასა მოათავსეთ ორეოს ტარტზე და ზემოდან მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. შედეთ
მაცივარში 1 საათით და შემდეგ მიირთვით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბანანის ბლინები |