შემადგენლობა:
- ½ ჭიქა დარბილებული კარაქი/მარგარინი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1¾ ჭიქა ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი(საცხობი ფხვნილი)
- ½ ჩაის კოვზი მარილი
- ½ ჭიქა რძე
- შოკოლადის მინანქარი ( იხილეთ აქ )
- 150 გრ წვრილად დაჭრილი თხილი
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე; ტაფას ან მრგვალ ყალიბს მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ სათითაოდ ჩაუმატეთ ორი კვერცხი და ბოლოს ვანილი.
ერთმანეთს ჯერ ცალკე შეურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შემდეგ ეს მშრალი ნარევი რძესთან მონაცვლეობით ჩაუმატეთ(ფქვილი-რძე-ფქვილი-რძე) კრემისებურ მასას. თუ ცომი მყარი გამოგივათ ნაცვლად თხევადისა, მაშინ ერთი-ორი სუფრის კოვზი რძე დაუმატეთ.
მიღებული ცომი გადაიტანეთ ყალიბში და აცხვეთ 30-35 წუთი. გამოცხობის შემდეგ ყალიბითვე/ტაფითვე დადგით ცხაურზე გასაცივებლად. ამოაპირქვავეთ თეფშზე გადმოსაღებად. შოკოლადის მინანაქარს შეურიეთ
დაჭრილი თხილი და წაუსვით ნამცხვარს.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შოკოლადის ნამცხვარი |