შემადგენლობა:
- 80 გ დაფქული ნუში
- 2 კვერცხი
- 80 გ შაქარი
- 180 გ კეფირი
- 150 გ ფქვილი
- 30 გ დარბილებული კარაქი
- 2/3 ს.კ სოდა ძმრით
- 4 ს.კ კაკაო
- 100 გრ წვრილად დაჭრილი ნუში
მომზადება:
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვფიოთ. შევათქვიფოთ კარაქი, შევურიოთ კეფირი.
შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, სოდა და კაკაო, ბოლოს კი ნუში.
მიღებული ცომი ჩავასხათ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ
180 გრადუსზე. ფორმას წინასწარ წავუსვათ ცხიმი ან ჩავაფინოთ ქაღალდი.
შეგრილებულ კექსს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბრაუნები ფორთოხლით |