Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ბრაუნები მიწისთხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 180 გრ კარაქი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 4ც კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 150 გრ მოხალული მიწისთხილი

მომზადება:

დატეხეთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლზე. შეუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
ათქვიფეთ კვერცხი 100 გ. შაქართან ერთად ( შაქარი ნელ-ნელა ჩაამატეთ). დაჭერით მიწისთხილი წვრილად.
გაციებულ შოკოლადს ფრთხილად დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი და დაჭრილი მიწისთხილი. კარგად ამოურიეთ და ბოლოს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, კარგად ამოურიეთ, რომ ცომის ფერი თანაბარი იყოს.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. არც ისე ღრმა ფორმაში ჩადეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 20-25 წუთი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ჰალვა მანანის ბურღულით

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>