სამარხვო მაფინები გოგრის არომატით!
შემადგენლობა:
- 200-300 გრ გოგრგი ხილფაფა(გოგრა კუბიკებად დავჭრათ,მოვაყაროთ 6 სუფრის კოვზი შაქარი+ვანილი და მოვხარშოთ)
- 12 ს.კ ზეთი
- 12 ს.კ თბილი წყალი
- 5 ს.კ შაქარი
- 1 ს.კ გერკულესი
- ვანილი
- სოდა ძმრით
- ფქვილი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
გოგრის ხილფაფას შევურიოთ ზეთი,წყალი,ვანილი,გერკულესი და შაქარი,მოვურიოთ ,მივიღოთ ერთიანი მასა და დავუმატოთ სოდა ძმრით,1 წუთი ვურიოთ და შევურიოთ ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟანზე ცოტა სქელი მასა,მოვათავსოთ ცომი მაფინების საცხობ ფორმებში და ვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოვებით 30 წუთი .გაგრილებულს მოვაყაროთ თავზე შაქრის პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თაფლიანი ნამცხვარი |