Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ღვეზელი ნუთელას შიგთავსით

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 500 გ ფქვილი
  • 190 მლ თბილი რძე
  • 60 გ გამდნარი კარაქი
  • 1 ჩ.კ საფუარი
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 1 ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
  • კვერცხი

გულსართი:

  • 1 ქილა ”ნუთელა”

წასასმელად:

  • 1 ს.კ რძე
  • 1 ს.კ წყალი

მომზადება:

თასში ჩავასხათ თბილი რძე, დავუმატოთ საფუარი და 1 ს.კ შაქარი, კარგად გავქნათ და დაახლოებით 15

წუთი დავტოვოთ, რომ საფუარი გაიხსნას.

ცალკე თასში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ გადნარი კარაქი, მარილი, ამოსული საფუვრიანი მასა,

ცედრა, შაქარი და მოვზილოთ ელასტიური ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და 1 საათით თბილ ადგილას

დავდგათ,რომ აფუვდეს და მოცულობაში ორჯერ გაიზარდოს.

აფუებული ცომი გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი 26 სმ დიამეტრის საცხობი

ფურცლის ზომაზე. გადავუსვათ შოკოლადის კარაქი და გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაზე.

გავაბრტყელოთ მეორე ნაწილი, დავაფნოთ ზემოდან და გადავუსვათ შოკოლადის კარაქი.

მესამე ფენასაც კარაქი გადავუსვათ და ზემოდან მეოთხე ფენა გადავაფაროთ.

ღვეზელის შუაგულში მოვათავსოთ ფინჯანი ან სხვა მრგვალი საგანი და ცენტრიდან კიდეებისკენ

დავიწყოთ დაჭრა. ჯერ 4, შემდეგ 8, შემდეგ კი 16 თანაბარ ნაწილად გავყოთ. ორ-ორ ნაწილს

მოვკიდოთ ხელი და საპირისპირო მიმართულებით 2-ჯერ გადავატრიალოთ. შემდეგ კიდეებით

შევაწებოთ.

ღვეზელს გადავუსვათ წყლისა და რძის ნაზავი და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ

ღუმელში გამსაცხობად.

ღვეზელი ნუთელას შიგთავსით
4.77 (95.38%) 13 votes



წაიკითხეთ სხვაც

შავი ტორტი თეთრი კრემით

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>