შემადგენლობა:
- 1/2 კგ მანდარინი
- 200 გ დარბილებული კარაქი
- 3 კვერცხი, 150 გ შაქარი
- 100 გ არაჟანი, 250 გ ფქვილი
- 50 გ სახამებელი, 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- ცხიმი ფორმისათვის
- შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. მანდარინი გაფცქვენით და ლებნებად დაყავით. ლებნებს ფრთხილად შეამოაცალეთ კანი.ათქვიფეთ კარაქი, კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ არაჟანი და მანდარინის ლებნები. შეურიეთ ფქვილი, სახამებელი და ცომის საფხვიერებელი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 40 წთ. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კექსი ჩირით |