Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

თაფლის ნამცხვარი ჯემი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 0.5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ კაკაო
  • 0.5 ჭიქა ქიშმიში
  • 0.5 ჭიქა ნიგოზი
  • 0.5 ჭიქა ზეთი
  • 0.5 ჭიქა ჯემი
  • ფქვილი რამდენიც დასჭირდება

მომზადება:

შაქარს დავამატოთ წყალი, ზეთი, დავდგათ გაზქურაზე და ცოტათი გავაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ თაფლი, ავურიოთ, როდესაც შაქარი და თაფლი გადნება გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავამატოთ სოდა, კაკაო, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში, გამაფხვიერებელი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია).მომზადებული ცომი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30–35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავჭრათ შუაზე და წავუსვათ ჯემი

თაფლის ნამცხვარი ჯემი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ღვეზელი ვაშლით

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles