შემადგენლობა:
- 1-1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/4 ს.კ მარილი
- 3/4 ჭიქა ნებისმიერი ჩირი
- 1 ც ფორთოხლის წვენი და ცედრა
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ც კვერცხი
მომზადება:
ჯამში მოვათავსოთ კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ცედრა.
ავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ჩირი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.
კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობ ფორმებში, შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე
25 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი ‘’ მიმოზა’’ |