შემადგენლობა:
- 6 ც კვერცხი
- 100 გრ კარაქი
- 1 ჩ.ჭ ფქვილი
- 1 ჩ.ჭ წყალი
კრემი:
- 500 მლ რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 5 ს.კ ფქვილი
- 100 გრ კარაქი
- 1 შეკვრა ვანილი
მომზადება:
ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და შიგ წყალი ჩავასხათ. კარაქი დავუმატოთ და როცა ადუღდება, ფქვილიც ჩავამატოთ. ხუთი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე იდგას და ვურიოთ. მერე გადმოვდგათ და კვერცხები სათითაოდ შევაზილოთ. შემდეგ გაცხელებულ ტაფაზე ს.კ პატარ-პატარა ცომები დავდოთ. დაახლოებით 20-25 წუთში გამოცხვება. ამის მერე შუებში მოხარშული კრემი სათითაოდ ჩავდოთ. ზემოდან კი შაქრის პუდრა მოვაყაროთ. კრემი ასე მოვამზადოთ: ადუღებული რძე შევათბოთ. ცოტა რძე ცალკე ჯამში გადავასხათ და შაქართან და ფქვილთან ერთად ავურიოთ. შემდეგ ეს მასა თბილ რძეში გავხსნათ და ნელ-ნელა ვურიოთ. როცა ადუღდება, გავაციოთ და კარაქთან და ვანილთან ერთად ავთქვიფოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სამარხვო კექსი |