შემადგენლობა:
- 3 კვერცხი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 100 გრ კარაქი, 0.5 ჭიქა რძე
- 1 პაკეტი ვანილი
- 2ს.კ გამაფხვიერებელი
- 120 გრ წვრილად დაჭრილი ნუში
- 400 გრ ვაშლი, 1ს.კ შაქრის ფხვნილი
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან, ვანილთან და დარბილებულ კარაქთან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, ნუში, გამაფხვიერებელი, რძე და დაჭრილი ვაშლი, ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ავიღოთ კექსის ფორმა, ცხიმი წავუსვათ, შიგ ცომი ჩავასხათ და გამოვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ აერღუმელში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი ‘’ დღე და ღამე’’ |