Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ალუბლის ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გ ახალი ან გაყინული უკურკო ალუბალი
  • 200 გ ფქვილი
  • 180 გ დარბილებული კარაქი
  • 140 გ შაქრის ფხვნილი ან პუდრი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ერთი პეშვი გახეხილი ნუში
  • ვანილი, მარილი

მომზადება:

გათქვიფეთ კარაქი და კვერცხი, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ნახევარი ფქვილი, შემდეგ მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დანარჩენი ფქვილი. ცხიმწასმულ ყალიბში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. მოაყარეთ რაც შეიძლება ბევრი ალუბალი და ნუში. შედგით 1800-ზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

წაიკითხეთ სხვაც

toti '' mimoza'' ტორტი ‘’ მიმოზა’’

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Latest Images

Trending Articles

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>