შემადგენლობა:
- 2 ც ღვეზელი ცომი
- 6 ც ვაშლი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 2 ს.კ ფქვილი
- 1ს.კ დარიჩინი
- 1/4 ს.კ მარილი
- 1/4 ს.კ მუსკატი
- 1 ც ფორთოხლის ცედრა
- 1 ც კვერცხი
მომზადება:
ვაშლის დავჭრათ წვრილად და მოვასხათ 2 ს.კ ლიმნის წვენი და გადავდოთ. ერთი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში. დაჭრილ ვაშლს დავუმატოთ შაქარი, ფქვილი, დარიჩინი, მარილი, მუსკატი, ფორთოხლის ცედრა და კარგად ავურიოთ შემდეგ მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომზე, შემდეგ მეორე ცომის გუნდაც გავაბრტყელოთ და გადავაფაროთ ვაშლებს. გვერდები შემოვუკეცოთ . ზემდოან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი. შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჭარხლის ნამცხვარი |