მარტივად მოსამზადებელი მურაბიანი ნამცხვრის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- 500 გრ კარაქი
- 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 5 ც კვერცხი
- ფქვილი- რამდენიც დასჭირდება
- 1 ჩ.კ სოდა
- 1ს.კ ძმარი
- მურაბა
- მარილი,ვანილი-გემოვნებით
მომზადება:
500 გრ კარაქი ავსრისოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული, სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ სამ ნაწილად ( ორი დიდი, ერთი პატარა) ცდა გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.
ორ ფენას წავუსვათ უკურკო მურაბა ( მაგ : ბლის ან ალუბლის) და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შოკოლადის გატო |