გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს,რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას ნამდვილად დამშვენებს!
შემადგენლობა:
- 9 ც კვერცხი
- 60 გრ კაკაო
- 250 გრ შაქარი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 100 გრ ფქვილი
- 100 გრ წრილად დაჭრილი ნიგოზი
- 300 გრ გამდნარი შოკოლადი
- 200 გრ გამდნარი კარაქი
მომზადება:
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი, განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ
დავამატოთ ფქვილი,ამაფხვიერებელი, კაკაო, ნიგოზი და 150 გრ შოკოლადი,კარგად ავთქვიფოთ.
მიღებული მასა მოვთავსოთ მრგვად ცხიმიან საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე
30-35 წთ. როდესაც გამოცხვება თავზე მოვასხათ დარჩენილი გამდანარი შოკოლადი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნამცხვარი ‘’შუ’’ |