თუ გიყვართ გემრიელობების მომზადება,ეს რეცეპტი თქვენთვისააა..
შემადგენლობა:
- 120 გრ დარბილებული კარაქი
- 220 გრ ყავისფერი შაქარი
- 2 ც კვერცხი
- 240 გრ ნაღები
- 1 ს.კ ვანილი
- 225 გრ ფქვილი
- 75 გრ კაკაო
- 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
- შოკოლადის განაჩე
მომზადება:
კარაქი და ყავისფერი შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა.
შემდეგ დავუმატოთ ფქვილი,კაკაო,გამაფხვიერებელი და ბოლოს ნაღები, კარგად ავთქვიფოთ.მიღებული
მასა გავყოთ ორ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ სპეციალურ მრგვალ საცხობ ფორმაში და შევდოთ
ღუმელში 160 გრადუსზე 35 წთ. როცა გამოცხვება შუაში და თავზე მოვასხათ შოკოლადის განაჩე.
ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ კრემით ან თქვენი გემოვნებით .
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვანილის და იოგურტის მაფინები ( ვიდეო) |