შემადგენლობა:
- 600 გრ ახალი სოკო
- 100 გრ ხახვი
- 80 გრ ერბო
- 2 ჩ.ჭ ორცხობილა
- 1 ჩ.ჭ ბულიონი
- მარილი და მიხაკი გემოვნების მიხედვით.
მომზადება:
ახალი სოკო მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ დავაწყოთ ფლავსაწურზე, რათა წყალი გამოიწუროს . დავკეპოთ ძალზე წვრილად. ავურიოთ ერბოში შემწვარი წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ ბულიონი და ჩავყაროთ იმდენი დანაყილი ორცხობილა, რომ მივიღოთ სქელი ცომი. ეს ცომი ჩავდოთ ერბოსწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ ცხელ ჰაერღუმელში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჭარხლის ნამცხვარი |