უგემრილესი კექსის რეცეპტი ნუტელათი და ბანანით.!
შემადგენლობა:
- 150 გრ დარბილებული კარაქი
- 175 გრ შაქარი
- 3 ც კვერცხი
- 175 გრ ფქვილი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 2 ს.კ კაკაო
- 300 გრ ნუტელა
- 2 ც ბანანი ( დასრისეთ)
მომზადება:
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ კვერცხი და განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ
დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი,კაკაო და განაგრძეთ თქვეფა. ბოლოს დავამატოთ
ნუტელა, ბანანი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმიან კექსის საცხობ
ფორმაში, შევდოთ ღუმელში 160 გრადუსზე 35 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი ‘’სენატორი’’ |