Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ეკლერი

$
0
0

კლასიკური ფრანგული ეკლერის უგემრიელესი რეცეპტი. მისი მომზადება აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები: 

 ცომი:

  • 1 ჭიქა წყალი (250 გრ)
  • 100 გრ კარაქი/მარგარინი
  • 0.5 ჩ.კ მარილი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი (250 გრ)

კრემი:

  • 1 ჭიქა შაქარი (250 გრ)
  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჭიქა რძე (შესაძლებელია წყალიც)
  • 60 – 70 გრ კარაქი (გარბილებული)

მომზადების წესი :

ცომი:

1 ჭიქა წყალი , 0.5 ჩ.კ მარილი და 100 გრ კარაქი / მარგარინი გაადნეთ მაღალ ცეცხლზე, სანამ ცხიმი არ გადნება. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ 1 ჭიქა ფქვილი ( მოვურიოთ ხის კოვზით მასა, სანამ არ შეიკვრება ). მოვაშოროთ მასა ცეცხლს,ამასობაში 5 კვერცხი (სათითაოდ) გავთქვიფოთ მიქსერით, ცომის შესქელების შემდეგ (ისე, რომ ფორმა შეინარჩუნოს) უკვე ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. ) . ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი (ვაწყობთ სათითაოდ , ერთმანეთისგან 2სმ დაშორებით), 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს, 10 წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა (აცადეთ ცოტა შეგრილდეს.. 15-20 წუთი, რომ ცომი არ ჩაიფუშოს ).

 კრემი:

1 ჭიქა შაქარი , 0.5 ჭიქა ფქვილი, 0.5 ლ ადუღებული რძე (შეგიძლიათ რძის მაგივრად იხმაროთ წყალი), ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად (მაგ: ცივი წყლით სავსე ჯამში),
60-70 გრ დარბილებული კარაქი ჩავთქვიფოთ კრემის მასაში და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.

მოსართავად (სურვილისამებრ):

  • 1 ფილა შავი შოკოლადი
  • 1-2ს.კ. რძე/წყალი

ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან/წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

chocolate-mousse შოკოლადის მუსი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>