Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

რულეტი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • პურის ფქვილი 300გრ.
  • არაჟანი 150გრ.
  • კარაქი 100გრ.
  • ცოტა მარილი.

 

შიგთავსი:

  • ნიგოზი 200გრ.
  • შაქარი 150გრ.
  • თაფლი 3 ს/კ.
  • ცოტა დარიჩინი.

 

წასასმელად:

  • კვერცხის გული 1ც.

მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, ფქვილი, მარილი, მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 15 წუთით. 15 წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ თხლად, ცომის მთლიან ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ მომზადებული შიგთავსი, გადავახვიოთ რულეტისებურად, ორივე გვერდი კარგად შევუკეცოთ, დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ 225* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთით, შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და ვაცხოთ კიდევ 10 წუთი. გამოცხობის შემდეგ დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

 

შიგთავსის მომზადება:

ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ შაქარი, თაფლი, დარიჩინი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

Receptebi დესერტი ალუბლით

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles