შემადგენლობა:
- 250 გ დარბილებული კარაქი
- 200 გ შაქარი
- მარილი
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- 1 ლიმოის ცედრა
- 4 კვერცხი
- 400 გ ფქვილი
- 100 გ სახამებელი
- 1 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- 1/8 ლ რძე
- 2-3 ს,კ რომი ( სურვილისამებრ)
- 3ს.კ კაკაო
- შაქარის პუდრა მოსაყრელად
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მირებამდე. დაუამტეთ 2 მწიკვი მარილი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა და კვერცხი. ურიეთ, სანამ შაქარი არ გახსნება.
- დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და ცომის საფხვიერებელი. 4ს.კ რძე გადაინახეთ, დანარჩენი კი რომთან ერთად დაუმატეთ ცომს.
- ცომი გაყავით ორად. ერთ ნახევარს შეურიეთ დარჩენილი რძე და კაკაო.
- ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ცომის ორივე ნახევარი მონაცვლეობით ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 1 სთ.როდესაც ნამცხვარი გაგრილდება. ფორმა ლანგარზე გადმოაბრუნეთ. ნამცხვარს მოაყარეთ შაქარის პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნაყინის დესერტი |