Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ხაჭოს ნამცხვარი კვერცხის ლიქიორით

$
0
0

შემადგენლობა:

ფხვიერი ცომისათვის: 

  • 250 გ ფქვილი, 3ს,კ სახამებელი
  • 150 გ ცივი კარაქი, 100 გ შაქარი

სხვა მასალა:

  • 750 გ ხაჭო
  • 1 ლიმონი, 200 გ თეთრი შოკოლადის ფილა
  • 4 დიდი კვერცხი, 100 გ შაქარი
  • 2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 100 გ დარბილებული კარაქი, მარილი
  • 200 მლ კვერცხის ლიქიორი, 150 მლ რძე
  • 6 ს.კ ფქვილი, 2ს.კ სახამებელი
  •  1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 1 ჭიქა დაჭრილი თხილი
  • კარაქი ნამცხვარზე წასასმელად, შაქარი მოსაყრელად
  • ცხიმი საცხობი ფირფიტისათვის

 

მომზადება: 

  1.  შეურიეთ ერთმანეთს ცომის ინგრედიენტები და სწრაფად მოზილეთ ფქვიერი ცომი. გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ.
  2. ხაჭო გაწურეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ლიმონის კანი გახეხეთ და გამოწურეთ 3ს.კ წვენი. საცხობ ფირფიტას წასუვით ცხიმი.
  3. ცომი გააბრტყელეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 15 წთ. გაადნეთ შოკოლადის ფილა და მოასხიით გამომცხვარ ფენას. აცადეთ გაგრილება. ღუმელი არ გამორთოთ.
  4. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, შაქარი და შაქრინაი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუამტეთ კარაქი, 2 მწიკვი მარილი. კვერცხის ლიქიორი, რძე, ლიმონის ცედდრა და წვენი. ბოლოს შეურიეთ ფქვილი, სახამებელი, ცომის საფხვიერებელი, ხაჭო და თხილი.
  5. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, შეურიეთ ხაჭოიან მასას და გაანაწილეთ ნამცხვარზე. აცხვეთ 10 წთ. ნამცხვრი კიდეები  დანით  ფრთხილად დააშორეთ საცხობი ფირფიტის კედლებს. აცხვეთ კიდებვ 10 ჭტ. გამოიღეთ და გააგრილეთ 15 წთ. კვლავ შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 15 წთ. ბოლოს ნამცხვარს წასუვით ცოტაოდენი გამდნარი კარაქი დამოაყარეთ შაქარი.

 

წაიკითხეთ სხვაც

ყავის ტორტი ყავის ტორტი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>