შემადგენლობა:
- 3 ც კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 150 გრ კარაქი
- 100 გრ არაჟანი
- 270 გრ ფქვილი
- 1 ჩ.კ სოდა
- 3 ც ბანანი
- კარამელის სოუსი (იხილეთ აქ )
მომზადება:
მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. დავუმატოთ კვერცხი ,არაჟანი, ფქვილი და სოდა. მწიფე ბანანები
დავსრისოთ ჩანგლით, გავაკეთოთ პიურე და დავუმატოთ ცომს. სასურველ ფორმას წავუსვათ კარაქი,
დავაფინოთ პერგამენტი, ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წთ. როცა გამოცხვება
მოასხით კარამელის სოუსი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
საშობაო კექსი |