Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ნამცხვარი ”იდეალი”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  1.5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ს.კ კაკაო
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს,კ ძმარი
  • ვანილი  -გემოვნებით
  • ერთი ჩ.ჭ ნიგოზი

მომზადება:

ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ორი ს.კ თაფლი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ  ნიგოზი, სოდა -გახსნილი ძმარში, ვანილი, 1.5 ჩ.ჭ ფქვილი და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ.( ცომი უდნა ამოვიდეს ნაზი). ცომი გავყოთ 4ნაწილად ( სამი თანაბარი ზომის, ერთი პატარა გუნდა დასაფხვნელად). კარაქწასმულ ყალიბში გავაბრყეოთ თითოეული ნაწილი და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, მივუმატოთ ერთი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, არაჟანი კაკაო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ ნიგოზი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, ერთი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, დავაწყოთ ერთმნეთზე, პატარა ფირფიტა დაცფხვნათ და ზევიდან მოვაყაროთ.

წაიკითხეთ სხვაც

vaflis torti ვაფლის ტორტი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>