Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

ბისკვიტი კაკაოთი

$
0
0

ამ ბისკვიტის მომზადება სკამაოდ მარტივია, შეგიძლიათ იგი გააფორმოთ შოკოლადის 

მინანქრით ან შაქრის პუდრით.

შემადგენლობა:

  • 1 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს.კ ძმარი
  • 1/ს ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი ან უნალექო ყავა
  • 2 ს.კ ვანილი

მომზადება:

შაქარი და ზეთი ავთქვიფოთ ერთად, დავუმატოთ ყავა, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა,

შემდეგ ფქვილი,კაკაო, მარილი და ბოლოს ერთმანეთში არეული სოდა და ძმარი. კარგად

ავურიოთ.მიღებული მასა მოვათავსოთ მრგვალ საცოხბო ფორმაში, შევდოთ ღუმელში 250

გრადუსზე 20-25 წთ.

ბისკვიტი კაკაოთი
3.93 (78.57%) 14 votes



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილები ხაჭოთი

კექსი არაჟნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა არაჟანი
  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ს.კ სოდა, მარილი,გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი და განვაგრძოთ თქვეფა.

შემდეგ დავამატოთ არაჟანი, ფქვილი,მარილი ,სოდა და გამაფხვიერებელი, კარგად ავთქვიფოთ.

მიღებული მასა მოვათავსოთ პერგამნეტიან საცხობ ფირფიტაში. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 40-45 წთ.

კექსი არაჟნით
4.18 (83.64%) 22 votes



წაიკითხეთ სხვაც

შავ-თეთრი კექსი

მოხარშული კრემი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ჭიქა რძე ან წყალი
  • 4 ს.კ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • ვანილი

მომზადება:

კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ათქვიფეთ ცილა. კვერცხის გული და შაქარი აურიეთ, დაასხით რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ ადუღებამდე, დაამატეთ ვანილი, გადმოდგით. სწრაფად შეურიეთ გათქვეფილი ცილა და ისევ დადგით ცეცხლზე 2-3 წუთით. კრემის მომზადების დროს განუწყვეტივ ურიეთ კოვზით.

მოხარშული კრემი
3.71 (74.29%) 7 votes



კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 4 ც კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვფიოთ, დავამატოთ კარაქი, ვანილი. სოდა გავხსნათ არაჟანში,

ჩავამატოთ ცომს დაკარგად მოვურიოთ. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.

მიღებებული მასა გადავიტანოთ ცხიმიან კექსის საცხობ

ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 200-220 გრადუს ტემპერატურაზე

40 წუთი.

კექსი
4 (80%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი წაბლით

კექსი თხილით და შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 80 გ დაფქული თხილი
  • 2 კვერცხი
  • 80 გ  შაქარი
  • 180 გ კეფირი
  • 150 გ ფქვილი
  • 30 გ დარბილებული კარაქი
  • 2/3 ს.კ სოდა ძმრით
  • 80 გ შოკოლადი  მინანქარისთვის
  • 2 ს.კ  კაკაო

მომზადება:

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვფიოთ. შევათქვიფოთ კარაქი, შევურიოთ კეფირი.

შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, სოდა და კაკაო, ბოლოს კი თხილი.

მიღებული ცომი ჩავასხათ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

ფორმას წინასწარ წავუსვათ ცხიმი ან ჩავაფინოთ ქაღალდი.

შეგრილებულ კექსს თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და სურვილისამებრ მოვაყაროთ მოხალული თხილი.

კექსი თხილით და შოკოლადით
3 (60%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი შოკოლადით და თხილით

ტარტალეტკები

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 კვერცხის გული
  • 1/2 ჭიქა შაქარი ( 100 გრ)
  • 200-250 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 1/2 ჩ.კ სოდა
  •  ს.კ ძმარი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

კვერცხის გული და შაქარი მოათავსეთ ჯამში, ათქვფიეთ შაქრის გადნობამდე,

შეურიეთ დარბილებული კარაქი,ძმარში გახსნილი სოდა და ბოლოს ფქვილი.

ცომი გაანაწილეთ ტარტალეტკის ფორმებში და გამოაცხვეთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.

ცივ ტარტალეტებს წაუსვით ხილფაფა,შოკოლადი ან  მოხარშული კრემი.

ტარტალეტკები
4.4 (88%) 5 votes



ბანანის მაფინები მიწისთხილის კარაქით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 2 ც ბანანი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1  2/3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 3/4 ჭიქა მიწისხილის კარაქი

მომზადება:

ბანანი დავჭყლინტოთ,დავამატოთ ზეთი,შაქარი,კვერცხი ,ვანილის ექსტრაქტი , მიწისთხილის კარაქი და კარგად ავთქვფიოთ. ბოლოს დავამატოთ  ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. მიღებული მასა ჩავასხათ ფორმებში და გამოვაცხოთ 18-20 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე.

 

შეაფასეთ გვერდი



გარგარის ნამცხვარი ნუშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 700 გ გარგარი
  • 150 გ დარბილებული კარაქი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ პირველი ხარისხის ფქვილი
  • 50 გ დაფქული ნუში
  • 1 დანის წვერი ცომის საფხვიერებელი
  • 200 გ არაჟანი
  • 2 კვერცხსი გული
  • 50 გ შაქარი ან შაქრიანი პუდრა
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

გარგარი გარეცხეთ, გათალეთ, შუაზე გაჭერით და გამოაცალეთ კურკა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. წაუსვით ცხიმი ფორმას.კარაქი, შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასისი მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, ნუში და ცომის საფხვიერებელი. ცომი მოათავსეთ ფორმაში.გარგარის ნაჭრები მოაწყვეთ ცომზე.არაჟანი, კვერცხის გული და შაქარი კარგად ათქვიფეთ და მოასხით გარგარიან ფენას. აცხვეთ 40 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო კექსი ვაშლით

შოკოლადის ნამცხვარი თხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ მოხალული თხილი
  • 200 გრ დარბილებული კარაქი
  • 200 გრ გამდნარი შავი შოკოლადი
  • 6 ც კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 3 ს.კ ლიქიორი
  • 2 ჭიქა ნუთელა

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავატოთ კვერცხი და განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ

შოკოლადი და ლიქიორი დავამატოთ.. კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ მრგვალ

ცხიმიან საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 35-40 წთ. როცა გამოცხვება თავზე

მოვუსვათ ნუთელა  და მოვაყაროთ მოხალული თხილი.

შოკოლადის ნამცხვარი თხილით
4 (80%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი დარიჩინით და ნუშით

ბანანის და შოკოლადის მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც ბანანი ( დაჭყლეტილი )
  • 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/2 ჭიქა მიწისთხილის კარაქი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ მარილი,გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 1 1/2 ჭიქა ფქვილი
  • დაჭრილი შოკოლადი ( შოკოლადის ჩიფსები)

მომზადება:

ბანანი და კარაქი ავურიოთ ერთად, დავუმატოთ მიწისთხილის კარაქი,შაქარი,კვერცხი და

კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი,კაკაო,მარილი,გამაფხვიერებელი და განვაგრძოთ

თქვეფა, ბოლოს კი დაჭრილ შოკოლადი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა

კოვზით მოვათავსოთ სპეციალურ ფომებში, შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წთ.

შეაფასეთ გვერდი



ვაშლის ღვეზელი ქიშმიშით და თაფლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1.5 ჭიქა წყალი
  • 10 გრ საფუარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • მარილი-გემოვნებით
  • 2 ს.კ ზეთი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 10 ც კარდამონი
  • 6-7ც ვაშლი
  • 1 ჩ.კ თაფლი

მომზადება:

თბილი წყლით მოვზილოთ საფუვრიანი ცომი და დავდოთ სითბოში. როცა ამოვა, დავამატოთ დაფქვილი

კარდამონი,მარილი, შაქარი,ზეთი და ისევ ჩავზილოთ. ცომი მეორედ რომ ამოვა,ნაწილი გავაბრტყელოთ,

გადავიტანოთ ცხიმიან ქურის ტაფაზე და დავადოთ შაქართან ერთად მოდუღებული გახეხილი ვაშლის პიურე.

დარჩენილი ცომით გამოვჭრათ სხვადსხვა ფიგურები, მოვრთოთ ღვეზელი, გადავუსვათ თაფლი და შევდგათ

ღუმელში გამოსაცხობად.

 

ვაშლის ღვეზელი ქიშმიშით და თაფლით
3 (60%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

კაკაოს ნამცხვარი ნიგვზით

ლიმონის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ლიმონი
  • 150 გ კარაქი
  • 6 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  •  1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • მარილი
  • 150 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 100 გ შქრის პუდრა
  • 100 გ ნახევრადმწარე შოკოლადის ფილა
  • პერგამენტი

მომზადება:

ლიმონი გარეცხეთ, გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ.ცილა შეინახეთ. კვერცხის გული, შაქარი, შაქრიანი ვანილი და 1 მწიკვი მარილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კარაქი.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და ცომის საფხვიერებელი. კარგად შეურიეთ ლიმონის ცედრისა და წვენის 2/3. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. ამოაკელით 1 ჩ.კ და მინანქრისთვის შეინახეთ, დარჩენილი კი შეურიეთ ცომს. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და თანაბრად გაანაწილეთ ცომი.აცხვეთ 25 წთ. და გააგრილეთ.დარჩენილი ცედრა, წწვენი და კვერცხის ცილა შეურიეთ 100 გ შაქრის პუდრას. შოკოლადის ფილა დაჭერით და ორთქლზე გაადნეთ.ნამცხვრის ერთ ნახევარს ლიმონიანი მინანქარი მოახით, მეორეს -შოკოლადის. როდესაც მინანაქარი გაშრება, ნამცხვარი დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.

ლიმონის ნამცხვარი
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ჩიზქეიქი

ალუბლის ნამცხვარი ნუშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გ ახალი ან გაყინული უკურკო ალუბალი
  • 200 გ ფქვილი
  • 180 გ დარბილებული კარაქი
  • 140 გ შაქრის ფხვნილი ან პუდრი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ერთი პეშვი გახეხილი ნუში
  • ვანილი, მარილი
მომზადება:

გათქვიფეთ კარაქი და კვერცხი, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ნახევარი ფქვილი, შემდეგ მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დანარჩენი ფქვილი. ცხიმწასმულ ყალიბში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. მოაყარეთ რაც შეიძლება ბევრი ალუბალი და ნუში. შედგით 1800-ზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ალუბლის ღვეზელი

თაფლის ნამცხვარი ნუშით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გ ფქვილი, 1 ბრიკეტი საფუარი
  • 220 გ შაქარი, 1ლ რძე
  • მარილი
  • 400 გ დარბილებული კარაქი
  • 1 პაკეტი ლიმონის ცედრა
  • 1 კვერცხი, 3ს.კ თაფლი
  • 300 გ თხლად დაჭრილი ნუში
  • 1  1/2 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • პერგამენტი

მომზადება:

ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1ჩ.კ შაქართან ერთად. გახსენით 200 მლ ნელთბილ რძეში, 3ს.კ შაქარი, ცოტა მარილი, 130 გ კარაქი, ლიმონის ცედრა და კვერცხის ფქვილის კიდეებზე გაანაწილეთ. ჩაასხით ღრმულში საფუვრიანი რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ცოტა რძე კიდევ დაუმატოთ.ცომს დააფარეთ და დადგით 1სთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ 130 გ შაქარი, 150 გ კარაქი, თაფლი, 4ს.კ რძე და გააცხელეთ. შეურიეთ ნუში და დადგით გრილ ადგილას.გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ზედ გააბრტყელეთ ცომი და დადგით 15 წთ. ნუშიანი მასა გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 35 წთ.პუდინგის ფხვნილი გახსენით ცოტაოდენ ცივ რძეში. დარჩენილი რძე აადუღეთ შაქართან და შაქრიან ვანილთან ერთად. შეურიეთ პუდინგს ფხვნილი, წამოადუღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. გაჭერით ნამცხვარი შუაზე და ორივე ფიტფიტა გაჭერით სიგანეზე.დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე და თანდათან შეურიეთ პუდინგი. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის  ქვედა ფირფიტებს. ნამცხვრის ზედა ფირფიტები დაჭერით კვადრატებად და კრემიან ფირფიტებს ზემოდან დააწყვეთ. ნამცხვარი 2 სთ მაცივარში  შედგით.

 

 

 


შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბეზეს ტორტი

ტარტალეტკები ხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გ ფქვილი
  • 4ს.კ სახამებელი
  • 1/2 ჩ,კ სოდა ან ცომის საფხვიერებელი
  • 50 გ დარბილებული კარაქი
  • 7 ს.კ შქარის პუდრა
  • 1 კვერცხი
  • მარილი
  • 400 გ ნაღები
  • 21 პაკეტი შაქარიანი ვანილი
  • 1ს.კ ამარეტო ან რომი(სურვილისამებრ)
  • 500 გ ცოცხალი ხილი: ხენდრო, მოცხარი მაყვალი, ყურძენი,კივი, გარგარი
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

ფქვილის, სამხამებლის ,სოდის, კარაქის ,2 ს.კ შაქარის პუდრას, 1 კვერცხის და 1 მწიკვი მარილისგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ. ტარტალეტის ფორმებს წასუვით ცხიმი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.ფქვილიან ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად და ჩააფინეთ ფორმებში. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, მოჭერით ზედმეტი ცომი და აცხვეთ ღუმელში 15 წთ. გადმოიღეთ ნამცხვრები ფორმებიდან და გააგრილეთ.გარეცხეთ ცხილი. ნაღები, დარჩენილი შაქრის პუდრა და შაქრიანი ვანილი ათქქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ამარეტო ან რომი გემოვნებით. მიღებული მასა ჩაასხით მოსართავ პარკში, ამოავსეთ ტარტალეტები და მორთეთ.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კრემიანი ტარტ-ბეზე

ნუთელას ბრაუნები

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 1-1/2 ჭიქა ნუთელა
  • 3 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა  ნუშის ფქვილი
  • 1/4 ს.კ მარილი

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ კარგად, შემდეგ დავამატოთ ნუთელა, ნუში და მარილი.ავთქვიფოთ

კარგად.მიღებული მასა მოვათავსოთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში 180

გრადუსზე 30 წთ.

ნუთელას ბრაუნები
3 (60%) 4 votes



გემრიელი ორცხობილები ვანილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-1/4 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ს. კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ სოდა
  • 8 ს.კ კარაქი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ც კვერცხი
  • 1.5 ჭიქა ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი

მომზადება:

ნაღებს დავუმატოთ ვანილი და კარგად ავურიოთ.  ჯამში მოვათავსოთ ფქვილი,შაქარი,გამაფხვიერებელი,სოდა

და კარაქი და ავთქვიფოთ ერთად. ბოლოს დავამატოთ კვერცხი და ნაღები. მიღებული ფხვიერი ცომი

გადმოვიტანოთ ფქვილიან ზედაპირზე, დავამუშვოთ, გავაბრტყელოთ, დავჭრათ სამკუთხედებად.

დავდოთ პერგამენტიან საცხობ ზედაპირზე, თითოეულს წავუსვათ კვერცხი და მოვაყაროთ

ყავისფერი შაქარი. შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25  წუთის განმავლობაში.

 

გემრიელი ორცხობილები ვანილით
1.5 (30%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი ” ოდესა”

შავ-თეთრი კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 2 ჭიქა შაქაარი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა თბილი რძე
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 2-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა კაკაო
  • 1/2 ს.კ მარილი

მომზადება:

შაქარი,კარაქი და ზეთი ავთქვფიოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და რძე

და კარგად ავთქვფიოთ შემდეგ დავამატოთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი

და ვანილი და კარგად ავთქვფიოთ.

მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი

მოვათავსოთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში,

მეორე ნაწილს შევურიოთ კაკაო  და ზემოდან დავადოთ,

ცოტა ავურიოთ. შევდოთ ღუმელში 180  გრადუსზე და გამოვაცხოთ.

შავ-თეთრი კექსი
4.33 (86.67%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს ნამცხვარი

გარგარის ნამცხვარი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 700 გ გარგარი
  • 150 გ დარბილებული კარაქი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ პირველი ხარისხის ფქვილი
  • 50 გ დაქული ნუში
  • 1 დანის წვერი ცომის საფხვიერებელი
  • 200 გ არაჟანი
  • 2 კვერცხსი გული
  • 50 გ შაქარი ან შაქრიანი პუდრა
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

გარგარი გარეცხეთ, გათალეთ, შუაზე გაჭერით და გამოაცალეთ კურკა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.

წაუსვით ცხიმი ფორმას.კარაქი, შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ ფქვილი, ნუში და ცომის საფხვიერებელი. ცომი მოათავსეთ ფორმაში.

გარგარის ნაჭრები მოაწყვეთ ცომზე.არაჟანი, კვერცხის გული და შაქარი კარგად ათქვიფეთ

და მოასხით გარგარიან ფენას. აცხვეთ 40 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის ღვეზელი ( ვიდეო)

ბრაუნი ნიგვზით

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 180 გრ კარაქი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 4ც კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ ნიგოზი

მომზადება:

დატეხეთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლზე. შეუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
ათქვიფეთ კვერცხი 100 გ. შაქართან ერთად ( შაქარი ნელ-ნელა ჩაამატეთ). დაჭერით ნიგოზი წვრილად.
გაციებულ შოკოლადს ფრთხილად დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი და დაჭრილი ნიგოზი. კარგად ამოურიეთ და ბოლოს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, კარგად ამოურიეთ, რომ ცომის ფერი თანაბარი იყოს.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. არც ისე ღრმა ფორმაში ჩადეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 20-25 წუთი.

ბრაუნი ნიგვზით
5 (100%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი შოკოლადით და ყავით
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>