საჭირო მასალა:
- 200გ. მარგარინი
- 300გ. შაქარი
- 5 კვერცხი
- 200მლ. მაწონი ან არაჟანი
- 1ჩ.კ. ძმარი
- 1/2ჩ.კ. სოდა
- 500გ. ფქვილი
- 2ს.კ. კონიაკი
- 2ს.კ. კაკაო
- ვანილი
- ფქვილი და კარაქი/მარგარინი სამუშაოდ
მოსართავად (სურვილისამებრ) :
- 1 ფილა შავი შოკოლადი
- 1-2ს.კ. რძე/წყალი
მომზადების წესი:
გამდნარი მარგარინი შაქართან ერთად კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი, ძმარში გახსნილი სოდა, მაწონი და კონიაკი. ცალკე გათქვიფეთ კვერცხის ცილა და სათითაოდ დაუმატეთ გულები. აღნიშნული მასა შეურიეთ შაქრიან მასას და დაუმატეთ ფქვილი. მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო.
კექსის ფორმას შიგნიდან წაუსვით კარაქი ან მარგარინი და მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი, რათა კექსი არ მიიკრას. შემდეგ ფორმაში მონაცვლეობით ჩაასხით თეთრი და ყავისფერი ცომი. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში და 170-180 გრადუსზე აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში.
მინანქრის მოსამზადებლად რძესთან ან წყალთან ერთად გაადნეთ შოკოლადი.გამომცხვარი და შეგრილებული კექსი გადმოდგით თეფშზე, მოასხით მინანქარი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად |