Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

მაფინები მიწისთხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 3 ს/კ თხილიანი შოკოლადის კარაქი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 200 გ ფქვილი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხიეებელი
  • ცხიმი ან საცხობის ქაღალდის პატარა ფორმები
  • 150 გრ წვრილად დაჭრილი მიწისთხილი ( მოხალული)

მომზადება: 

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. კექსუნების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგ ქაღალდის ფორმები ჩასვით. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კარაქი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ შოკოლადის კარაქი,მიწისთხილი  და კაკაო. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ჩაასხით ცომი ფორმებში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 -20 წთ. გამოიღეთ ღუმლიდან, გააგრილეთ 5 წთ. და ამოიღეთ კექსუნები ფორმებიდან.

შეაფასეთ გვერდი




Viewing all articles
Browse latest Browse all 1804


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>