Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ჯემიანი ღვეზელი

$
0
0

გემრიელი ღვეზელი სასურველი ჯემით ! 

შემადგენლობა:

  • კვერცხი 2ც
  • პურის ფქვილი 2–3 ჭიქა
  • კარაქი ან მარგარინი 200გრ.
  • შაქარი 1 ჭიქა
  • გამაფხვიერებილი 1ჩ/კ.
  • ვანილი 1ც.
  • ჯემი 150–200გრ.

მომზადება:

კარაქი ან მარგარინი გავადნოთ და გავაცივოთ. ჯამში ჩავყაროთ შაქარი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, ვანილი და  კარგად  ავურიოთ, თანდათან დავამატოთ გამაფხვიერებლეთან ერთად გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.( ცომი უნდა იყოს მაგარი). მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად (1/3 და 2/3), პატარა ნაწილი შევდოთ საყინულეში 1 საათით, ხოლო დიდი ნაწილი თანაბრად გავაბრტყელოთ გამოსაცხობ ფორმაზე, ცომის თავზე მოვათავსოთ ჯემი  და თანაბრად გადავანაწილოთ კოვზით, შემდეგ საყინულედან გამოვიღოთ გაყინული ცომი დავჭრათ პატარა ზოლებად, მოვაყაროთ მურაბას და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.  ვაცხოთ 200 გრადუსზე 20–25 წუთის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი




Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>