შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 500 გრ მაწონი
- 500 გრ არაჟანი
- 1/2 ჩ.კ სოდა
- ფქვილი, რასაც შეიზელს
- 1 შეკვრა ვანილი
- 50 გრ კარაქი
- 150 გრ ალუბლის ჩირი
მომზადება:
კვერცხისა და შაქრისგან გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. არაჟანსა და მაწონს შევურევთ. მაწონი უნდა გავათბოთ და ისე შევურიოთ. ასევე ცოტა ადუღებულ წყალსა და სოდას შევურევთ. ასე უფრო გაფუვდება. ბოლოს ფქვილსა და ვანილს დავამატებთ და ცომისმაგვარ მასას მივიღებთ. მიღებული მასა მოათავსეთ კექსის ფორმაში და ზემოდან დაალაგეთ ალუბლის ჩირი, კარგად აურიეთ. ღუმელში შევდგამთ და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხობთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი ხილის სალათით |