Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

კაკაოს ნამცხვარი მარტივად

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 კვერცხი
  • 150  გ შაქარი
  • 1 ს.კ ცივი წყალი
  • 125 გ გამდნარი კარაქი
  • 65 გ ფქვილი
  • 50 გ კაკაო
  • 500 მლ რძე

მომზადება:

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ შაქართა ერთად. დავუმატოთ 1 ს.კ ცივი წყალი და განვაგრძოთ

თქვეფა. შემდეგ დავუმატოთ გამდნარი და გაცივებული კარაქი( არ უნდაიყოს ცხელი). კვერცხისგულიან

მასას კაკაო და ფქვილი დავაცრათ და გავაგრძელოთ თქვეფა.

როცა ფქვილი გახსნება, დავუმატოთ 500 მლ თბილი რძე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და მიღებული

ბეზე ნაზად შევურიოთ ცომს. მიღებული თხელი მასა ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ საცხობ ფორმაში.

ფორმა შევდგათ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 80 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა

ნამცხვარი გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე და რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.

კაკაოს ნამცხვარი მარტივად
4 (80%) 10 votes



წაიკითხეთ სხვაც

კაკაოს და ნუშის კექსი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>