შემადგენლობა:
- 1 ჩ.ჭ მაწონი
- 5 ც კვერცხი
- 250 გრ შაქარი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 3 ს.კ პურის ფქვილი
- ფორთოხლის კანი -1 ჩ.კ
- ზეთი ან მარგარინი 20 გრ
- შოკოლადის მინანქარი( იხილეთ აქ )
მომზადება:
5 კვერცხი და 250 გრ შაქარი ავთქვიფოთ . 10 წუთის შემდეგ ჩავასხათ შიგ 1 ჩ.ჭ მაწონი, 1 ჩ.ჭ დანაყილი ნიგოზი, 3 ს.კ თეთრი პურის ფქვილი და 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ფორთოხლის კანი. თუ ეს უკანასკნელი გამხმარია, ის უნდა დავნაყოთ და ისე ჩავყაროთ. ” ჩუდოს” ჩავუსვათ ზეთი ან მარგარინი, მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა, ჩავასხათ შიგ ეს თხელი ფაფისებრი ცომი და გამოვაცხოთ. გამომცხვარ კექსს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი '' სენატორი'' |