შემადგენლობა:
- 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 4 ჩ.ჭ პურის ფქვილი
- 200 გრ მარგარინი
- 1.5 ჩ,ჭ წყალი
- 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი
- 1 ჩ.ჭ ქიშმიში
- 3 ს.კ თაფლი
- 2 ჩ.კ სოდა
- 0/5 ჩ.კ მარილი
- ვანილი-გემოვნებით
- შაქრის პუდრა
მომზადება:
1,5 ჩაის ჭიქა წყალს შეურიეთ 200 გ. გამდნარი მცენარეული მარგარინი ან ქოქოსი,
1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, ძმარში გახსნილი 2 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი,
1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი,
მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გამზადებული ცომი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე.
ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნამცხვარი ქლიავის ჩირით |