შემადგენლობა:
- 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 3 ც კვერცხი
- 1/2 ჭიქა ნაღები
- 1 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/4 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/8 ს.კ სოდა
- 1/4 ს.კ მარილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ავთქვიფოთ.
დავამატოთ ნაღები და ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და ავურიოთ კარგად.
მიღებული მასა მოვათავსოთ პერგამენტიან კექსის საცხობ ფორმაში.შევდოთ ღუმელში
დაბალ ტემპერატურაზე 30-40 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ყავის კრემი |