შემადგენლობა:
- 1 ჭიქა შაქარი
- 3 ც კვერცხი
- 150 გრ კარაქი
- 1.5 ჭიქა მაწონი
- 2 ც ვაშლი
- 1ჩ.კ სოდა ძმრით
- ფქვილი-რამდენიც დასჭირდება
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ავთქვფიოთ, დავუმატოთ მაწონი, გამდნარი კარაქი,
სოდა ძმრით და პურის ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ გადმოსასხმელი ცომი.
2 ცალი რბილი ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. 1 ვაშლის ნაჭრები დავყაროთ ცხიმწასმულ ტაფაზე,
დავასხათ ცომი და მოვაწყოთმეორე ვაშლის ნაჭრები, გამოვაცხოთ ღუმელში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნუშის ნამცხვარი |