შემადგენლობა:
- 100 გრ გოგრა(კვახი)
- 100 გრ ვაშლი
- 50 გრ რძე
- 15 გრ თაფლნარევი ბურღული
- 10-15 გრ შაქარი
- 20 გრ კარაქი
- კვერცხი-ნახევარი
მომზადება:
გათლილი გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რძეში, ჩავყაროთ შიგ ვაშლის პატარა ნაჭრები, ერთხელ წამოვადუღოთ და ჩავუმატოთ თაფლნარევი ბურღული. კარგად ავურიოთ და კიდევ 5 წუთს ვადუღოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავალესოთ ერთი კვერცხის გულის ნახევარი და თეთრად ათქვეფილი ერთი კვერცხის ცილა. ფრთხილად ვურიოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში შევდგათ საკმაოდ ცხელ ღუმელში და გამოვაცხოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შოკოლადის ნამცხვარი |