Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ფაფუკი ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 220 გ შაქარი
  • 5 კვერცხი
  • მარილი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • 275 გ დარბილებული კარაქი ან მარგარინი
  • 120 გ ფქვილი
  • 150 გ სახამებელი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

 

მომზადება:

ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.შაქარი, კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, შაქრიანი ვანილი და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.დაუმატეთ კარაქი ან მარგარინი, ფქვილი, სახამებელი და ცომის საფხვიერებელი. ურიეთ 4 წთ. ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 15 წთ.როდესაც ნამცხვარი ღია ყავისფერი გახდება, სველი დანით სიგრძეზე მსუბუქად დაჭერით და აცხვეთ კიდევ 35 წთ. ნამცხვარი მორთეთ ლიმონის ან შოკოლადის მინანქრით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის მაფინები ( ვიდეო)

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>