Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

მაფინი

$
0
0

მასალა:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 120 მლ მაწონი
  • 120 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 მოზრდილი ზომის ბანანი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 220გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 50 გრ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1.1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადება :

ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი (თუ ყავისფერი შაქარი არ გაქვთ, მთლიანად თეთრი შაქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ), მარილი, სოდა, საფუარი და დარიჩინი ისე, რომ თანაბრად განაწილდეს ყველა ინგრედიენტი. ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, მაწონი, ზეთი და ვანილი. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა. ცალკე გასრისეთ ბანანი. ასევე, პატარა კუბიკებად დაჭერით შავი შოკოლადი. შეურიეთ ცომს ბანანი და შოკოლადის ნატეხები, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. ღუმელი გაახურეთ 180 C- მდე. მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ მაფინის ქაღალდები. ფორმა გაავსეთ 2/3-მდე. ღუმელში გამოაცხვეთ 25 წუთის მანძილზე.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>