შემადგენლობა:
- 1 ჭიქა და 2 ს.კ ფქვილი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი,მარილი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1/4 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 ც კვერცხი
- 2 ს.კ არაჟანი
- 1 ჭიქა დაჭრილი თეთრი შოკოლადი
მომზადება:
კარაქი და ორივე სახის შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვეერცხი ,ვანილის ექსტრაქტი
და კარგად ავურიოთ. შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ბოლოს არაჟანი,
კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასის ნახევარი დავასხათ საცხობ ფორმაზე,მერე დავაყაროთ
დაჭრილი შოკოლადი და მერე ისევ დარჩენილი ნახევარი. შევდოთ ღუმელში 180
გრადუსზე ვაცხოთ შეყავისფერებამდე დაახლოებით 30 წუთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტი ''მიმოზა'' |