შემადგენლობა:
ფხვიერი ცომისათვის:
- 230 გ ფქვილი
- 2 ს.კ სახამებელი
- 125 გ ცივი კარაქი
- 75 გ შაქარი
შიგთავსისათვის:
- 500 გ მოცვი
- 8-10 ნუშის გალეტი
- 500 გ ხაჭო
- 100 გ შაქარი
- ½ ლიმონის ცედრა და წვენი
- 2 ს.კ სახამებელი
- 4 კვერცხი
- მარილი
- 2ს.კ შაქრის პუდრა
- ცხიმი ფორმისთვის
მომზადება:
- ცომის ინგრედიენტები სწრაფად შეურიეთ ერთამნეთს, მოზილეთ ერთვაროვანი ცომი და გააბრტყელეთ. ჩადეთ ფორმაში, გვერდები აუმაღლეთ, ძირი დაუჩხვლიტეთ და შედგით მაცივარში 30 წთ.
- მოცვი გაარჩიეთ, გარეცვხეთ და საწურზე დაყარეთ. ცომის გასაბრტყელებლებით დაფხვენით გალეტი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
- ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა და სახამებელი.დაუამტეთ 2 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის გული დაკ არგად აურიეთ. ცილა 1 მწიკვ მარილთან ერთად ათ჻ვიფეთ გამაგრებამდე და დაუმატეთ ხაჭოიან მასას.
- მოაყარეთ ცომს ნუშის გალეტის ნაფხვენები და ზედ მოცვი გაანაწილეთ. გადაუსვით ხაჭოიანი მასა და აცხვეთ ღუმელში 40 წთ. შემდეგ შედით ღუმლის შუა განყოფილებაში და აცხვეთ კიდევ 15-20 წთ. ნამცხვარი ფორმაშივე გააგრიელთ და სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლატამას ნამცხვარი |