შემადგენლობა:
- 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ნუთელა
- 2 ც კვერცხი
- 1ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/4 ს.კ მარილი
- 1ს.კ კაკაოს ფხვნილი
მომზადება:
კარაქი და ორივე სახის შაქარი ავთქვფიოთ ერთად. დავამატოთ ნუთელა, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი,
ავთქვფიოთ კარგად. დავამატოთ ფქვილი და კაკაო და განვაგრძოთ თქვეფა. მიღებული მასა კოვზით
დავდოთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე. ვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ფაფუკი ნამცხვარი |