შემადგენლობა:
- 1 ც კვერცხი
- 1 ჭიქა წყალი
- ფქვილი-რასაც შეიზელს
კრემი:
- 1 ლ რძე
- 3-4 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 200 გრ კარაქი
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ და წყალი შევურიოთ. ფქვილი დავამატოთ იმდენი, რამდენსაც შეიზელს, რომ ნაზი ცომი მივიღოთ. ცხრა ნაწილად გავყოთ, თითოეული ძალიან თხლად გავაბრტყელოთ და სათითაოდ გამოვაცხოთ. ამასობაში კრემი მოვხარშოთ. როცა ყველა ფირფიტა გამოცხვება, კრემი წავუსვათ. ერთი ფენა კი დავფშხვნათ. ბოლოს კრემი გადავუსვათ, ეს დაფშხვნილი ფირფიტა მოვაყაროთ. მაცივარში შევდგათ და ცოტა ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბეზეს ტორტი |