შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 შეკვრა მარგარინი ან კარაქი
- 200 გრ არაჟანი
- 1 კოვზი სოდა
- 2 ს.კ ზეთი
- 1 შეკვრა ვანილი
- ნახევარი კგ ფქვილი
- 500 გრ ლეღვის ჩირი
მომზადება:
კვერცხს და შაქარს ერთად ავთქვეფთ , დავუმატებთ არაჟანს სოდით, გამდნარ მარგარინს ან კარაქს, ზეთსა და ვანილს. ბოლოს კი ფქვილს ავურევთ. ფქვილი იმდენი იქნება საჭირო რომ ცომი ხელზე არ გეკრებოდეთ, რათა ნამცხვარი ფქვიერი გამოვიდეს. ცხიმწასმულ ტაფაზე ფქვილს მოაყრით და შემდეგ მასში ცომს გაშლით. წინასწარ გამზადებულ ჩხირებად დაჭრილ ლეღვის ჩირს ზემოდან დაალაგებთ ისე, რომ ცომი მთლიანად დაფაროს, გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ, შაქრის პუდრა მოაყაროთ ან შოკოლადის მინანაქარი ზოლებად მოაწუწოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შოკოლადის კრუასანები |