Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ხაჭოსა და არაჟნის შტრუდელი

$
0
0

შემადგენლობა:

მასალა ცომისთვის : 

  • 260 გ ფქვილი,მარილი,1 კვერცხი,2ს.კ ზეთი

მასალა შიგთავსისთვის: 

  • 50 გ ქიშმიში, 2ს.კ რომი ( სურვილისამებრ)
  • 150 გ დარბილებული კარაქი, 150 გ შაქარი
  • 1 პაკტი შქრიანი ვანილი, 1/2 ლიმონის ცედრა
  • 5 კვერცხი. 500 გ ხაჭო, 200 გ არაჟანი
  • 6ს.კ ფქვილი
  • 4ს.კ დაფხვნილი ორცხობილა

ზემოდან მოსასხმელად:  

  • 350 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 4ს.კ  შაქარი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 100 გ გამდნარი კარაქი წასასმელად
  •  კარაქი ფორმისთვის

მომზადება:

ფქვილის, 1/4 ჩ.კ მარილის, კვერცხი, 120 მლ ნელთბილი წყლისა და ზეთისგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, მოუსვით ცოტაოდენი ზეთი, დააფარეთ და დადგით 30 წთ. ქიშმიში დაალბეთ რომში.კარაქი, 50 გ შაქარი, შქრიანი ვანილი და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, ხაჭო, არაჟანი, ფქვილი და ქიშმიში შეურიეთ კარაქიან მასას და დაუმატეთ ათქვეფილი ცილა. ცომი ორად გაყავით და ფქვილმოყრილ ჩაის ტილოზე ცალ-ცალკე ისე გააბრტყეეთ, რომ მიიღოს მართკუთხედის ფორმა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დიდ ფორმას წაუსვით ცხიმი.ორივე ცომს წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ 2ს. კ დაფხვნილი ორცხობილა. ცომებზე ხაჭოიანი მასა ისე გადაანაწილეთ,რომ ორი ვიწრო მოპირდაპრე კიდე თავისუფალი დარჩეს. ეს კიდეები გადაკეცეთ, რომ შიგთავსი არ გადმოიყაროს და ცომი სიგრძეზე გადაახვიეთ.შტრუდელები საცხობ ფირფიტაზე ნაწიბურით ქვემოთ დააწყვეთ, გადაუსვით კარაქი და აცხვეთ 20 წთ.შეათბეთ რძე. მიქსერით შეურიეთ კვერცხი, შაქარი და შაქრიანი ვანილი. მიღებული მასა წაუსვით შტრუდელებს და აცხვეთ კიდევ 20 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ჩაბელა

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>