შემადგენლობა:
- 250 გ კარაქი
- 200 გ თაფლი
- 4 კვერცხი
- 100 გ ხრაშუნა მუსლი
- 150 გ დაფქული თხილი
- 2ს.კ მოხალული მზესუმზირა
- 1 ს.კ დაჭრილი გოგრის თესლი
- 150 გ მსხვილად დაფქული ხორბალი
- 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
- შაქრის მინანქარი
- ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტას წაუსვით ცხიმი. შერუიეთ ერთმანეთს კარაქი და თაფლი, დაუმატეთ კვერცხი. ცალკე შეურიეთ მუსლი, თხილი. მზესუმზირა და გოგრის თესლი. დაუმატეთ კვერცხიანი მასა და ერთმანეთში არეული ხორბალი და ცომის საფხვიერებელი. მიღებული ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20-25 წთ. ჯერ კიდევ თბილი ნამცხვარი დაჭერით ბასრი დანით და მოასხით შაქრის მინანაქარი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის ღვეზელი |