ცომისათვის:
- 100 გრ კარაქი
- 1/2 ჭიკა შაქარი
- 1/2 ჩ/კ სოდა
- 2 ჭიქა ფქვილი
შიგთავსისთვის:
- 500 გრ ხაჭო
- 1/2 ჭიკა შაქარი
- 3 კვერცხი
- დანის წვერით ვანილი
მომზადება:
ხაჭო გაატარეთ საწურში და ათქვიფეთ კვერცხთან და შაქართან ერთად. დაუმატეთ ცხელ წყალში გახსნილი ვანილი. ცომისათვის შეურიეთ ერთმანეთს დარბილებლი კარაქი, ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, სოდა და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. მარგარინწასმულ გასახსნელ ფორმაში ჩადეთ ფხვიერი ცომის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოიანი მასა და დააფარეთ ცომის მეორე ნახევარი. აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კექსუნები ბანანით |