შემადგენლობა:
- 2 ჭიქა შაქარი
- 2 ც კვერცხი
- 1 ჭიქა ცხიმიანი რძე
- 3/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
- 200 გრ კარაქი
- 1 ჩ.კ სოდა
- 2 ს.კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი ვანილი
- მწიკვი მარილი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შეგრილებული ხსნადი ყავა
- შაქრის პუდრა
მომზადება:
გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი ავურიოთ. ბლენდერში მოვათავსოთ კვერცხი, რძე, შაქარი, ვანილი, ყავა და ავთქვიფოთ. დავუმატოთ კარაქი და კიდევ ერთხელ ავთქვფიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვერცხიანი მასა დავასხათ ფქვილის ნარევს და კარგად ავურიოთ. შევურიოთ კაკაო და ავთქვიფოთ მიქსერით. ცომი მოვათავსოთ 26 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში და წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ვაცხოთ, სანამ გული გამოცხვება.
ნამცხვარი ამოვიღოთ, შევაგრილოთ და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბრაუნები თხილით |