Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ტკბილი ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გ ფქვილი, 1 ბრიკეტი საფუარი
  • 1/8 ლ ნელთბილი რძე.100 გ შაქარი
  • 150 გ დარბილებული კარაქი, მარილი

პუდინგისთვის: 

  • 1/2 ლ რძე, 150 გ კარაქი ,75 გ შქარი
  • 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი

ხაჭოიანი მასისთვის: 

  • 6 კვერცხი, 1 კგ ხაჭო
  • 100 გ შქარი,2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 1 ს.კ ლიმონის ცედრა, მარილი
  • 100 გ თხლად დაჭრილი ნუში,100 გ ქიშმიში

ზემოდან წასასმელად:

  • 60 გ კარაქი, 50 გ შქარი
  • ცხიმი საცხობი ფირფიტისათვის

  მომზადება: 

ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ, 1 ჩ.კ შაქართან ერთად გახსენით 4 ს.კ ნელთბილ რძერში დაჩასხით ღრმულში. ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წთ. დაუმატეთ კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი და მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანიი ცომი, დააფარეთ და დადგით 40 წთ. საცხობ ფირფიტას წასუვით ცხიმი.გააცხელეთ რძე,4 ს.კ ამოიღეთ და შეურიეთ პუდინგს ფხვნილს. დარჩენილ რძეში გახსენით კარაქი, შაქარი და მოამზადეთ პუდინგის პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით. ურიეთ და ისე გააგრილეთ.2 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კვერცხის გული, ხაჭო, შაქარი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა,1 მწიკვი მარილი და ნუში კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ცომი გააბრტყელეთ საცხობ ფირფიტაზე. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოიანი მასა და მოაყარეთ ქიშმიში.დარჩენილი 4 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, კვერცხის გული შეურიეთ პუდინგს. ექვსივე კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და ისიც პუდინგს შეურიეთ. მირებული მასა გაანაწილეთ ხაჭოზე. აცხვეთ 160 გრადუსზე 45 წთ. გაადნეთ კარაქი და წასუვით ჯერ კიდევ ცხელ ნამცხვარს. მოაყარეთ შქარი და აცადეთ გაგრილება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის პიცა

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>