შემადგენლობა:
- 250 გრ ნიგოზი
- 250 გრ ფქვილი
- 350 გრ შაქარი
- 6 ს.კ თაფლი
- 1 ფილა სამარხვო შოკოლადი
- ნახევარი ჩ.კ სოდა
- ვანილი-გემოვნებით
- 100-150 გრ მინერალური წყალი
მომზადება:
ფქვილი, 150 გრ შაქარი,თაფლი,სოდა და წყალი შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი. გავყოთ
მიღებული მასა 3 ნაწილად და გამოვაცხოთ. ქვაბში ჩავყაროთ დარჩენილი შაქარი, გატარებული ნიგოზი,
მოვასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და გავათბოთ. ჩავდოთ შოკოლადი, მოვაყაროთ ვანილი და ყველაფერი
კარგად ავურიოთ. მიღებული კრემი თბილი წავუსვათ შეციებულ ფენებს, გარედან მოვასხათ შოკოლადის
მინანქარი და გავაფორმოთ ნიგვზებით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
პოლონური ხაჭოს პასკა 3 |